Thursday, June 28, 2018
IX დღე
საკმაოდ საინტერესო ტრენინგი დასრულდა. პროექტული სწავლება თანამედროვე განათლების მოთხოვნაა, რადგან ის ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს მოსწავლეებში და ამზადებს მათ მომავლისთვის. ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ სამუშაო შეხვედრები საჭიროებს უფრო ხშირ გამეორებას წელიწადში მინიმუმ ერთხელ. პედაგოგი უფრო ხვეწს ტექნიკურ უნარებს , ხდება იდეების გენერირება და სურვილი პრაქტიკულად დანერგოს საკუთარ პრაქტიკაში ტრენინგზე მიღებული გამოცდილება. ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, ყველა პედაგოგმა წარმოადგინა საკუთარი პრეზენტაცია საინტერესოდ და დეტალურად.მადლობა ტრენერს, რომელიც დაუღალავად შრომობდა ჩვენი განვითარებისთვის.
Saturday, June 23, 2018
VIII დღე
დღეს ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულში. მოდული საინტერესო იყო, გავეცანით შინაარსს. შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტები. გადავხედეთ პროექტის გეგმას, ჩავასწორეთ და შევავსეთ შესაბამისი გრაფები. ასევე შევავსეთ კითხვარი ისტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში. გადავხედეთ ბლოგს.
Friday, June 22, 2018
VII დღე
გუშინდელმა დღე ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. ვისაუბრეთ ყველა ტიპის მოსწავლის საჭიროებებზე და მათთვის მორგებული აქტივობების დაგეგმვაზე. კიდევ ერთხელ გავეცანით ვიგოტსკისა და ბრუნერის თეორიებს. გავიხსენეთ სკაფოლდინგის მნიშვნელობა სწავლების პროცესში. მოცემული მოდული დამეხმარა , გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი.
Sunday, June 17, 2018
VI დღე
დღევანდელი დღე დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით. ვიმუშავეთ პროდუქტიულად და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, ასევე მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკები. დავიწყე მუშაობა მასწავლებლის პრეზენტაციაზე. დავალებები იყო რთული , მაგრამ საინტერესო.
Saturday, June 16, 2018
V დღე
დღეს ვიმუშავეთ ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა ხერხზე, ასევე განვიხილეთ საავტორო უფლებები და გავაკეთეთ ტესტი. დავიწყეთ მოსწავლის ნამუშევრის შექმნა. საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული დღე იყო. ვისწავლეთ და გავიგეთ ბევრი რამ ახალი.
Sunday, June 10, 2018
IV დღე
შეხვედრაზე გავეცანით შეფასების ფორმებს, რაც სიმართლე რომ ვთქვა , საკამაოდ რთული იყო ჩემთვის. იმედია, მომავალში უფრო კარგად გავერკვევი აღნიშნულ საკითხებში .
Saturday, June 9, 2018
III დღე
დღეს შევისწავლეთ პროექტის საფუძვლები, კერძოდ საგნობრივი სტანდარტი შევუსაბამეთ პროექტის თემას. ასევე განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების კატეგორიები- ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ჯგუფის წევრებს ყველაზე მეტად მოგვეწონა მიმართულების მიმცემი კითხვების პრაქტიკული სამუშაო. იყო დისკუსიაც . საბოლოო ჯამში განვასხვავეთ თითოეული კატეგორია ერთმანეთისგან და ამის შემდეგ ჩვენი პროექტის გეგმაში მოვიფიქრეთ და ჩავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Sunday, June 3, 2018
II დღე
ინტელის კურსი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. დიდი ხანია მინდოდა მესწავლა ბლოგის შექმნა, რაც წარმატებით მოვახერხე. ვისწავლეთ არა მხოლოდ ბლოგის გახსნა, არამედ ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე. შევქმენით ჩვენი პტოექტის ბუკლეტის შაბლონი. გავეცანით სხვადასხვა ტექნიკურ უნარებს. მეორე დღემ საინტერესოდ ჩაიარა . მადლობა ჩვენს ტრენერს

Saturday, June 2, 2018
I დღე - ინტელი
პირველი დღე.
სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს ჩვენ გავეცანით ინტელის კურსის მიზანს. ვისაუბრეთ პროექტული სწავლების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე. გავეცანით დღის გეგმას, წავიკითხეთ პროექტების ნიმუშები და ტრენერის დახმარებით შევქმენით ბლოგი. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი.
გმადლობთ საინტერესო შეხვედრისთვის.

Subscribe to:
Posts (Atom)